“საქართველოს ბიუჯეტიდან ლარის კურსზე უარყოფითი დაწოლა არ იქნება”

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული რყევები იყო მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ის ტენდენცია რაც მსოფლიოშია" – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან დაკავშირებით ნაადრევია, რადგან მიმდინარე წლის ეკონომიკური მონაცემები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული რყევები იყო მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ის ტენდენცია რაც მსოფლიოშია. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ უფრო აქტიური იყოს, ეს ექსკლუზიური უფლებაა. არც დეკემბერში, არც იანვარში და არც უახლოეს თვეებში, საქართველოს ბიუჯეტიდან ლარის კურსზე უარყოფითი დაწოლა არ იქნება.

ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა წლის დასაწყისიდან ჯერ ერთი თვეც არ არის დასრულებული და შესაბამისი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან, იმასთან დაკავშირებით რომ საჭიროების შემთხვევაში დავაზუსტოდ ზრდის პროგნოზი" – განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

"ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გადახედვა შემცირების კუთხით იგეგმება" – აღნიშნული განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.თუ როგორი იქნება ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზი, ქადაგიძის განცახდებით, იანვრის თვის სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული – ინფლაციაზე, საგარეო ვაჭრობის, ექსპორტ-იმპორტის სალდოზე და სხვა მაჩვენებლებზე. ქადაგიძემ ასევე თქვა, რომ მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ ბიუჯეტის ხარჯვა შემდგომ თვეებში იქნება დაბალასებული და ხარჯვა პროფიციტული, რათა ლარის ჭარბმა მასამ არ გააკეთოს ზედმეტი ზეწოლა გაცვლით კურსზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად