საქართველოს ბანკის შვილობილმა BNB-მ ბელარუსში 6 წელში აქტივები 10-ჯერ გაზარდა

ინტერვიუ საქართველოს ბანკის შვილობილი, ბელარუსის სახალხო ბანკის (BNB) გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე წერეთელთან.

რა პოზიცია აქვს დღეს "ბელარუსიის სახალხო ბანკს" ბაზარზე, რატომ ბელარუსია და გაამართლა თუ არა თქვენმა მოლოდინმა?

ბანკი, 2008 წელს იყიდა საქართველოს ბანკმა. მაშინ ბელარუსის სახალხო ბანკი აქტივების მოცულობით 28 ბანკიდან  23-ე  ადგილზე იყო. შარშან 31 ბანკიდან ვიყავით 14–ე ადგილზე. 2015 წლის მეორე კვარტალში 13-ე ადგილზე ვიყავით, თუმცა ბანკების რაოდენობა შემცირდა რადგან ეროვნული ბანკი მიუდგა ძალიან მკაცრად იმ ბანკებს რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ძირითად მოთხოვნებს, შესაბამისად შეუზღუდა ლიცენზიები. 2008 წლიდან დღემდე ბანკმა საკმაოდ კარგი წინსვლა აჩვენა, – ძალიან პატარა ბანკიდან გარდაიქმნა საშუალო ზომის ბანკად, რომელსაც აქვს კარგი რეპუტაცია არა მარტო ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია თანამშრომლობს ჩვენს ბანკთან.

ბაზარზე შემოსვლიდან 3-4 წლის შემდეგ, შედგა ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო ინსპექციის მხრიდან კომპლექსური შემოწმება. 14 შემოწმებული ბანკიდან ჩვენ საუკეთესო შეფასება მივიღეთ. ჩვენ თავიდან გვიყურებდნენ როგორც საქართველოს ბანკის წარმომადგენლობას და შვილობილ ბანკს. აღნიშნული შემოწმებით კი დავამტკიცეთ, რომ არანაკლებ კარგად შეგვიძლია მუშაობა ადგილობრივი ბანკების გვერდით.  ჩვენს ბანკს დღეს აქვს ყველაზე დიდი რაოდენობრივი ჩამონათვალი იმ საერთაშორისო ორგანზაციების რომელთანაც ბანკი ურთიერთობს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბანკს ძალიან კარგად აფასებენ და იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

როდესაც ახალი გუნდით მუშაობა დავიწყეთ ჩვენი საკრედიტო პორთფელი იყო მხოლოდ  14,5 მილიონი დოლარი. შარშანდელი წელი კი დავხურეთ 150 მილიონიანი პიორთფელით. 6 წლის განმავლობაში თითქმის 10–ჯერ გავზარდეთ ბანკის პორთფელი.

თავდაპირველად გვსურდა საცალო საბანკო საქმის განვითარება. ჩავთვალეთ რომ ეს საინტერესო ბაზარია და ვიფიქრეთ რომ გამოცდილება რაც ჩვენ გვქონდა ძალიან წაადგებოდა ამ ორგანიზაციას ბაზრის წილის გასაზრდელად. ზუსტად ერთი თვე დაგვჭირდა ანალიზის ჩასატარებლად თუ რა რისკები და შესაძლებლობები იყო. ჩვენ ვთქვით უარი საცალო საბანკო საქმის განვითარებაზე. გადავწყვიტეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ყოფილიყო ბანკი ორიენტირებული. მოხარული ვარ რომ არ შევცდით და სწორი სეგმენტი ავირჩიეთ. საცალო საბანკო საქმეზე სრულად უარი არ გვითქვავს, თუმცა ეს არის უბრალოდ ჯვარედინი გაყიდვებისთვის აუცილებელი პირობა. ბაზარზე აღვიქმებით როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ორგანო.

კორპორატიული კლიენტები, იურიდიული პირები, პიზიკური პირები, – როგორია მათი გადანაწილება ბანკის სასესხო პორთფელში?

საკრედიტო პორთფელის 95 პროცენტი იურიდული პირებზე გაცემული სესხებია, 5 ფიზიკურ პირებზე. პასივის მხრივ,  საპირისპირო სიტუაციაა, –  65 პროცენტი ფიზიკური პირებისგან მოზუდული სახსრებია, დანარჩენი კი იურიდიული პირების.

საპროცენტო განაკვეთები როგორია საქართველოსთან შედარებით?

ბელარუსში ეკონომიკას სირთულეები ახასიათებს. ეს სირთულეები გამომჟღავნებულია ინფლაციაში. გვიწევს დევალვაციის შედეგბთან და პრობლემებთან გამკლავებდა. რაც აქ ვმოღვაწეობ უკვე 3-4 დევალვაციის ტალღა გადავიარეთ. გამომდინარე აქედან საპროცენტო განაკვეთები ბელორუსულ რუბლებში საკმაოდ მაღალია, არასტაბილურუბა შეინიშნება ზოგადად რუბლის სიმყარესთან დაკავშირებით. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთები მაღალია.

საქართველოში ბანკების სოციალური პასუხისმგებლობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, ბანკები არაერთ პროექტს აფინანსებენ. თქვენ თუ გაქვთ რაიმე სოციალური პროექტი ბელარუსში?

ბელარუსის სახალხო ბანკი, – სახელწოდებიდან გამომდინარე ჩვენ შევთავაზეთ აქციონერებს, რომ კარგი იქნებოდა თუ ბანკი შეეხებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც სახალხო კულტურულ პროექტებს გაითვალისწინებდა. დღეს ბანკი აღიქმება ისეთ ორგანიზაციად  რომელიც ხელს უწყობს ბელორუსის სახალხო ხელოვნებას და ამას ძალიან კარგი ფონი სდევს თან – კმაყოფილები არიან თანამშრომლებიც და ადგილობრივებიც. ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც მსგავსი ინიცატივა გავჟღერეთ ბაზარზე.

გარდა ამისა არ ვიშურებდით ძალისხმევას, რომ საქართველოს და ბელორუსს შორის გაგებულიყო ძაფი არა მხოლოდ საბანკო კუთხით არამედ კულტურული თვალსაზრისით. ეს კულტურული ბმები მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის ასევე ბელორუსებისთვის. ძალიან კეთილგანწყობილი ხალხია ქართველების მიმართ.

სახელმწიფო პროგრამებში თუ მონაწილეობენ ადგილობრივი ბანკები?

ჩართულები ვართ სახელმწიფო განვითარების ბანკის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. 3 ბანკიდან ერთ-ერთი ვიყავით ვინც მონაწილეობა მიიღო პილოტიურ პროექტში. ბელორუსში სახელმწიფო ბანკების წილი ბაზარზე საკმაოდ მარალია, შესაბამისად მათი ფუნქციის აღების პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს. მაღალია უცხოური ბანკების წილიც. რუსული ბანკები დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ქვეყანაში, უცხოურ ბანკებს შორის მათი წილი ყველაზე მარალია.

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რა მდგომარეობაა ამ კუთხით ბელარუსში?

კაპიტალის ბაზრის განვითარების სურვილი დიდია, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულად ვითარდება. პირველ რიგში ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ფასიანი ქარალდები ბირჟამ კარგად იმუშავოს, ასევე საინვესტიციო გარემო შეიცვალოს უკეთესობისკენ და ინვესტორთა დაცულობის ხარისხი ამაღლდეს. გარდა ამისა ყველა ინვესტორი უყურებს სტაბილურობის დონეს ქვეყანაში, – ეს ის ფაქტორებია რის გამოც კაპიტალის ბაზარი ბელორუსში საინტერესო არ ჩანს.

საბანკო ზედამხედველობა კანონმდებლობით როგორ რეგულირდება?

საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის მიმართულებაა, დეპარტამენტის სახით არის წარმოდგენილი. უმტკივნეულოდ მიდის პროცესი, თუმცა საკმაოდ მკაცრი რეგულაცია აქვს ეროვნულ ბანკს, – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ყოფილ საბჭოთა კავშირში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...