“საქართველოს ბანკის” ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმის საკონდიტრო “დონაში” იმყოფებოდნენ, covid19 დაუდგინდა

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.

“ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდი-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად.

ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება”, – ნათქვამია  „საქართველოს ბანკის” განცხადებაში, რომელსაც საზმაუს გავრცელებეულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად