საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ მეთოდს QR გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ გადახდის სისტემას – QR PAY-ს ნერგავს. შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის.

იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ QR-ით სარგებლობა, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QR PAY-ს გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი უნდა ფლობდნენ საქართველოს ბანკში მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს, ეროვნულ ვალუტაში. მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

რაც შეეხება მომხმარებელს, QR PAY-თ გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილ ბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR PAY-თ გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. მიმდინარე ეტაპზე უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-თ გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. მომხმარებელს QR-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.

“ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითაროს საკუთარი ბიზნესი”, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

მომხმარებლების წახალისების მიზნით საქართველოს ბანკი QR გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელს თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-თ, შესაძლებლობა აქვს მოიგოს 2 კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-თ პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY-ს მანიშნებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრებს: გათამაშებასთან დაკავშირებით: 032444 444; QR PAY-ს მხარდაჭერის სამსახური: 032 444 490, ან მიმართოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.

მსგავსი სიახლეები

თიბისი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების…

თიბისი ბანკი, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება…

“გალტ ენდ თაგარტმა” უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა

"გალტ ენდ თაგარტმა" უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და…

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2018 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.…

ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს

ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის…

სფეისი – რა ცვლილებებია აპლიკაციის განახლებულ ვერსიაში

ნახევარი წლის წინ პირველად რეგიონში, სრულად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი გამოჩნდა. ბანკი ფილიალებისა და…

თიბისი ბანკის ინოვაციურმა პროექტმა-თი ბოტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თიბისის ინოვაციურმა პროექტმა, თი ბოტმა, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს The Payments Awards-ზე, საუკეთესო…

რუსული VTB ბანკის ბრიტანული განყოფილება, Brexit-ის წინ კაპიტალს მეოთხედით შეამცირებს

რუსული საბანკო ჯგუფი VTB, ლონდონში არსებულ საკუთარ შტატში შემცირებებს გეგმავს, ვინაიდან მას სურს თავიდან აიცილოს ის…

საქართველოს ბანკისა და “ინსორსის” პროექტის “ბიზნეს კაფეს”…

საქართველოს ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია "ინსორსის" პროექტის "ბიზნეს კაფე"-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა…

დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი…

“ადამიანები, რომლებიც ცვლიან გარემოს” – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის…

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ТHE NEW YORK TIMES - ის ყოველწლიური გამოცემის…
კომენტარები
იტვირთება...