საქართველოში 2 უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ახალი კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

” ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე.

ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია.”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დისტანციურ რეჟიმზე გადადის საქართველოს უნივერსიტეტიც, უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

” 6 მარტიდან საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს დისტანციურ სწავლებას ყველა #სამაგისტრო და #სადოქტორო საფეხურის სტუდენტისათვის. ტექნიკური დეტალების შესახებ ინსტრუქციას უახლოეს მომავალში გავხდით ხელმისაწვდომს.

გადაწყვეტილია, რომ #საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლა დაიწყება 1 აპრილს, #თუ სწავლის გადადება 1 აპრილის შემდეგაც გახდება აუცილებელი. “-ნათქვამია განცხადებაში.

“აიპრესი” დაუკავშირდა კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მათ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია თუ როდიდან გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე.

რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებში ვკითხულობთ:

“პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება.

უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და პროცესის მომზადების მიზნით, მათ ვიდეოგაკვეთილები და გზამკვლევები დაეგზავნებათ. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, LMS.TU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ.”

ამასთან, როგორც მოგვიანებით აცნობეს “აიპრესს” ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ქუთაისის უნივერისტეტი. მათ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვკითხულობთ :

“ქუთაისის უნივერსიტეტი სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

შევისწავლეთ რამდენიმე ონლაინ სივრცე და საბოლოოდ, შეირჩა “Google”-ის ელექტრონული პლატფორმა “Classroom”.

შეგახენებთ, რომ ახალი კორონავირუსის ( COVID 19-ის) შესაძლო გავრცელებისა და პრევენციის მიზნით ქუთაისის უნივერსიტეტი 4 მარტიდან სწავლების ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, რაც სტუდენტებისათვის, მხოლოდ ვიდეო ლექციების გაგზავნას მოიცავდა.

🚀შუალედურ გამოცდებამდე, 6 აპრილამდე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ, შემდგომშიც მოვლენათა განვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ.

🙋‍♂️🙋‍♀️სტუდენტებო, ონლაინ-ჯგუფებში მოწვევას მეილებზე მიიღებთ. პლატფორმაზე განთავსდება ვიდეო ლექციები, დავალებები და შეფასებები.”

ამასთან, ადმინისტრაციაც ონლაინ მუშაობისთვის მზადაა. უკვე აქტიურად ვიყენებთ trello-ს და საჭიროების შემთხვევაში, ონლაინაც შეუფერხებლად ვიმუშავებთ

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად