საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთში გამარჯვება ცეკვა “აჭარულით” აღნიშნა (ვიდეო)

ქართველ მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია.

რუსეთის ქალაქ კალინინგრადში 18 წლამდელ რაგბისტთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მტჩში ერთმანეთს საქართველოს და ესპანეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ.

ქართველმა რაგბისტებმა 6:10 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში შეძლეს ძალების მობილიზება, მეტოქე ანგარიშით 20:10 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

 

პ.ს. ვიდეოს აღებულა Georgian Rugby Supporters “ბორჯღალოსნები”-ს facebook გვერდიდან. ვიდეოს ავტორია პაატა მაისურაძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...