საქართველოს 109 სკოლაში პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია. როგორც წინასწარი განცხადებებით ხდება ცნობილი, საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან ტრადიციულად საჩუქრად მიიღებენ კომპიუტერებს და სახელმძღვანელოებს.

ქვეყნის მასშტაბით არსებობს ისეთი სკოლები, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ დარეგისტირებულია. ასეთი კი საქართველში 109 სკოლაა. “აიპრესი” დაუკავშირდა განათლების მმართვის საინფორმაციო სისტემას, სადაც განაცხადეს რომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის საქართველოს 109 სკოლაში პირველკლასელი არ დარეგისტრირდა.

უწყების ცნობით, ზუსტი მიზეზი, რის გამოც არ დარეგისტირდნენ პირველკლასელები მათვის უცნობია.

“ქვეყნის მასშტაბით არის 2085 სკოლა. საქართველოს 109 სკოლაში კი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულ 109 სკოლას ჰქონდა ლიმიტი გამოცხადებული პირველკლასელების მიღებაზე, განა არ მიიღებდნენ პირველკლასელებს, უბრალოდ, არ დარეგისტრირდნენ სკოლის მოსწავლეები.

მიზეზი არ ვიცით, შესაძლოა სხვა სკოლებში გადაწყვიტეს დარეგისტრირება. ძალიან ბევრი მცირერიცხოვანი სკოლა არსებობს, თუნდაც, პატარა სოფლებში. მსგავსი რამ ყოველთვის ხდება. შეიძლება მომავალ წელს, სხვა 109 სკოლაში არ იყოს პირველკლასელი და აღნიშნულ სკოლებში იყვნენ”,-განაცხადეს “აიპრესს” განათლების მმართვის საინფორმაციო სისტემაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...