საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ და აზერბაიჯანმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი

თბილისში სუამ-ის დაფუძნების 20 წლისთავისადმი გამართული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.

თბილისში, დღეს, სუამ-ის დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება.

საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა, დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.

სუამი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ -საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი). ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. უზბეკეთის გასვლამდე მას ეწოდებოდა სუუამის ქვეყნები.

კომენტარები
იტვირთება...