საქართველომ გიბრალტარი ანგარიშით 3:0 გაანადგურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა. მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩი, “დინამო არენაზე” გაიმართა. ერთმანეთს D ჯგუფის აუტსაიდერები, საქართველოს და გიბრალტარის გუნდები შეხვდნენ.

მატჩში საქართველოს სრული უპირატესობით წარიმართა. შეხვედრაში გოლი 30 წუთზე გავიდა, პირველი ტაიმის 30-ე წუთზე მარჯვენა ფლაგზე ბურთის გათამაშების შემდეგ ბურთი ვახო გვილიამ მიიღო საჯარიმოშო ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში.

საქრთველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის დიდი პოზიციური უპირატესობის მიუხედავად (ბურთის ფლობის მაჩვენებელი 76%) საქართველოს ნაკრები ამ ერთადერთ გოლს დასჯერდა და მხოლოდ გიორგი ლორიამ ბრწინვალე თამაშის წყალობით შეძლო თამაშის მოგება – ტაიმის უკანასლნელ წუთზე საქართველოს კარში დანიშნული ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა გიბრალტარელთა მე-10 ნომერმა ლიამ უოკერმა და კიდევ უფრო ბრწყნვალედ შესრულებულ ნახტომში გიორგი ლორიამ კარის მარცხენა ცხრიანში მიმავალი ბურთი მოიგერია.

მატჩის 59-ე წუთზე კვეკვესკირის გადაცემა საჯარიმოში მიიღო გვილიამ, უკან საჯარიმო მოედნის მიმართულებით მოძრავ პაპუნაშვილს დაუგორა და ამ უკანასკნელმა, უკვე საჯარიმოს ხაზის შიგნით შესულმა, ძლიერი დარტყმით ნაკრებში გატანილი გოლების ანგარიში გახსნა და მატჩში საქართველო 2:0 დააწინაურა.

შეხვედრის 75-წე წუთზე არველაძის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი საჯარიმო მოედაზე ხელზე მოხვდა გიბრალტარელ ფეხბურთელს, არველაძემ აუღელვებლად, მეკარის მარცხნივ გადახტომის შემდეგ, შეაგორა ბურთი კარის მარჯვენა კუთხეში – 3:0.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა სტარტზე შინ შვეიცარელებთან 0: და ირლანდიაში 0:1 განცდილი ორი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიაში ჩაატარებს.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

ლორია

კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე,

კვეკვესკირი, კანკავა (77-ე წთ ლევან მჭედლიძე)
მერებაშვილი (72-ე წთ კიტეიშვილი), გვილია, კვარაცხელია (47-ე წთ პაპუნაშვილი)

არველაძე

სტატისტიკის მოყვარულთათვის:
საქართველოს ნაკრებს 1990 წლის 27 მაისიდან დღემდე 234 მატჩი აქვს ჩატარებული. დღეს მათ თავიანთ მოგებათა რაოდენობა 72-მდე გაზარდეს. 47 შეხვედრა ფრედაა დასრულებული, ხოლო 115 შეხვედრაში მარცხი გვაქვს განცდილი, ბურთების სხვაობა არის 271-332.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში ეს საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული პირველი ქულებია. საქართველო შემდეგ მატჩს 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ გამარჯვებით საქართველომ მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჯგუფში და 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება ჯგუფში.

ფოტო: სფფ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...