საქართველომ გერმანიას გოლი გაუტანა – 1:1

ლაიფციგში, "რედ ბულ არენაზე" საქართველოს ნაკრები ბოლო ოფიციალურ მატჩში გერმანიას უპირისპირდება.

53-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა გერმანელთა კარში და ანგარიში გაათანაბრა.

50-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტომას მიულერმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა, თუმცა 3 წუთში ჯაბა კანკავამ ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს "ჯვაროსნების" კართან, თუმცა მეკარე, ნუკრი რევიშვილის კარგი თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებს გოლი არ გაუშვია.

პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი შექმნა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც ვაკო ყაზაიშვილის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა გერმანელთა მეკარემ, მანუელ ნოიერმა ბურთი მოიგერია.

მატჩს ქართველი ჯარისკაცები ესწრებიან.

გუნდების შემადგენლობები კი ასეთია:

საქართველო: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა(კაპ), ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ნიკოლოზ გელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

გერმანია: მანუელ ნოიერი, ჯონას ექტორი, მატს ჰუმელსი, მატიას გინტერი, ჟერომ ბოატენგი, მესუტ ოზილი, ანდრე შურლე, მარკო როისი, ტონი კროოსი, ილკაი გუნდოგანი, ტომას მიულერი.

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლოვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად