საქართველოდან წასული ემიგრანტების  47,52% 15-დან 35 წლამდე ასაკისაა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, “აიპრესი” ცხრილების სახით წარმოგიდგენთ საქართველოდან 2002 წლიდან 2019 წლამდე გასული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გაერთიანებული, მოსახლეობის რიცხოვნობების შედარებით ანალიზს.

სულ საქართველოდან 2002-2018 წლებში ემიგრაციაში წავიდა 1 541 471 კაცი, ხოლო საქართველოში შემოვიდა 1 237 142 კაცი. 17 წლის ჯამური მიგრაციული სალდო მინუს 304 309-ს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური კი მინუს 17 902-ს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ემიგრანტთა რაოდენობა სჭარბობს იმიგრანტებისას 15 წლამდე და, განსაკუთრებით, 15 წლიდან 55 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, ხოლო 55 წლიდან დაწყებული, პირიქით – იმიგრანტების რაოდენობა სჭარბობს ემიგრანტებისას.

15 წლიდან 55 წლამდე ემიგრანტი მოსახლეობა ემიგრანტთა საერთო რაოდენობის 79,58%-ია, ხოლო ამ ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდული ქვეჯგუფის (15-დან 35 წლამდე) წილად მთლიანი ჯგუფის 59,71% მოდის ანუ ემიგრანტების მთლიანი რაოდენობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები – 47,52%

საქართველოდან 2002-2003 წლებში ემიგრაციაში საშუალოდ 35 322 კაცი/წელიწადში მიდიოდა 15-დან 35 წლამდე ასაკის, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის იმდროინდელი საშუალო წლიური რიცხოვნობის 2,98%-ს შეადგენდა. 2004-2012 წლებში ამ მაჩვენებელმა 3,89%-ს მიაღწია, ხოლო 2012-2018 წლებში კი – 4,14%-ს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად