საქართველო „წითელ ზონას” მიუახლოვდა – ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 კაცზე 17-მდე ავიდა

სამთავრობო საიტ stopcov. ge განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 958 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 71-ით სჭარბობს წინა 24 საათის და 39-ით – 15 ოქტომბრის რეკორდულ რაოდენობას.

განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 კაცი.

სულ, საქართველოში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 16285 შემთხვევა, გარდაცვლილია 128 კაცი.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 8721 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 კაცი.

ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 234,6-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 2,15.

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რეკომენდირებული პრინციპის თანახმად, სასაზღვრო შეზღუდვები არ უნდა შეეხოს იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 50-მდეა ან კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-მდეა და დადებითი ტესტების რაოდენობა არ აღემატება 3% და უნდა შეეხოთ იმ ქვეყნებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-ზე მეტია ან 50-ზე მეტია და დადებითი ტესტების რაოდენობა სჭარბობს 3%-ს.

საქართველოში 14 სექტემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებელს გამოითვლიან როგორც ორი კვირის მანძილზე ყოველდღიური ინციდენტობების საშუალოს. ასეთი მეთოდით დათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 16,76-ს, ხოლო ბოლო კვირის კი 19,27-ს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტების თანახმად, მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიან 100 ათას მოსახლეზე 19-ს ზევით ინციდენტობის მაჩვენებელის მქონე ქვეყნები. მისი თქმით, 100000 მოსახლეზე 10-ზე მეტი ინციდენტობის მქონე ქვეყნები, პირობითად, “კორონაშუქნიშანზე” (“კორონასკალაზე”) ყვითელ ან/და (ოთხდონიანი “კორონაშუქნიშნის” შემთხვევაში) ნარინჯისფერ ზონაში მყოფებად განიხილებიან.

ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის (ECDC) მიერ 17 ოქტომბრისთვის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან, აგრეთვე დიდი რიტანეთიდან, ისლანდიიდან, ლიხტენშტაინიდან და ნორვეგიიდან ბოლო ორი კვირის ინცინდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე ყველაზე დიდია ჩეხეთში (770,5), ბელგიაში (637,6), ნიდერლანდებში (485,5), საფრანგეთში (365,8), დიდ ბრიტანეთში (333,3), ისლანდიაში (313,7), ესპანეთში (312,4), ლუქსემბურგში (287,0), სლოვაკეთში (269,4), სლოვენიაში (260,3), მალტაში (231,6).

ECDC-ს მონაცემების თანახმად,, ბოლო ორი კვირის ინცინდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე ყველაზე ნაკლებია ნორვეგიაში (37,3), ესტონეთში (38,5), საბერძნეთში (47,6), ფინეთში (53,1).

კორონავირუსით გარდაცვლილთა 14-დღიანი კუმულატურული რაოდენობა 100 000 კაცზე ყველაზ მეტია ჩეხეთში (5,5), რუმინეთში (4,3), ესპანეთში (3,6), უნგრეთში (3,0), ბელგიაში (2,8), პოლონეთში (2,3), საფრანგეთში (1,7), დიდი ბრიტანეთში (1,7).

შეგახსენებთ, რომ საქართველომ მწვანე ზონა 6 ოქტომბერს დატოვა

https://ipress.ge/new/saqarthvelom-mtsvane-zona-datova-bolo-ori-kviris-intsidentobis-machvenebeli-100000-katsze-10-s-gadastsda/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად