საქართველო სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, დახმარების აღმოსაჩენად მზადაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა.

უწყების ინფორმაციით, covid19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასა და სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, დილით, ფეისბუქზე მორიგი ჩართვის დროს, სომხეთის პრემიერ-მინიტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე იმ ზღვარამდეა, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გაჭირვებით ართმევს თავს სიტუაციას.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყანაში ამჟამად 20000-დან 30000-მდე ასიმპტომური ინფიცირებული ადამიანი გვყავს, რომლებმაც არ იციან თავისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ ავრცელებენ. ასეთი ხალხი ყველგანაა, ამიტომ ჩვენ ყველას გარშემო მყოფს ისე უნდა შევხედოთ, როგორც დასნებოვებულს და დავიცვათ სიფრთხილის ყველა აუცილებელი წესი”, – განაცხადა 4 ივნისს, დილით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგი ჩართვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულმა მოწოდებამ და ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 697 შეადგინა, ხოლო ჯანდაცვის სისტემა კი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია, გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვა და იმ დღესვე საქართველოს მთავრობისადმი ონლაინ-პეტიცია – “დავეხმაროთ სომხეთს” შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად