საქართველო პირველ ადგილზეა Visa-ს სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გადახდების თვალსაზრისით

თბილისი, საქართველო, 17 იანვარი, 2020 — Visa-მ განაცხადა, რომ საქართველო მოწინავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დღეს საქართველოში უკონტაქტო პენეტრაცია შიდა გადახდების 95%-ს შეადგენს.

მრავალი წელია საქართველო მოწინავე და ცენტრალურ ადგილს იკავებს გადახდის ინოვაციური მეთოდების დანერგვისა და გამოყენების თვალსაზრისით. Visa აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელმა გაუმჯობესებული მომსახურება მიიღოს სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების დანერგვის მეშვეობით. ქართველმა მომხმარებელმა სწრაფად აითვისა უკონტაქტო გადახდის უპირატესობები, 10 ოპერაციიდან 9 გადახდა ხორციელდება უკონტაქტო ბარათისა და ციფრული საფულეების მეშვეობით.

“Visa-ს გუნდი ვამაყობთ, რომ საქართველომ კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო გადახდის ახალი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა CISSEE რეგიონში 2009 წელს, რომელმაც განახორციელა უკონტაქტო გადახდა აფთიაქში. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ Apple Pay.

საქართველოს მიერ მსოფლიოში პირველი ადგილის დაკავება უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით დიდი წარმატებაა, რომელსაც ყველა ჩვენს პარტნიორ ფინანსურ დაწესებულებასა და ბაზრის მოთამაშესთან ვიზიარებთ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს Visa-ს ნდობისა და ქართველი მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებისთვის. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინოვაციური გადახდების გადაწყვეტილებები და ჩვენს პარტნიორებსა და Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე დახვეწილი და უსაფრთხო გადახდის ინსტრუმენტები და გამოცდილება შევთავაზოთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ლიდერობა უკონტაქტო გადახდების სფეროში და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს.” – განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში კრისტინა დოროშმა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში უკონტაქტო გადახდების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეტაპები საქართველოში:

2009 წელი – ლიბერთი ბანკთან ერთად Visa-მ განახორციელა პირველი უკონტაქტო ოპერაცია დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CISSEE);
2013 წელი – საქართველოს ბანკთან ერთად Visa-მ დანერგა უკონტაქტო გადახდები მაკდონალდსის რესტორნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით;
2013 წელი – თიბისი ბანკმა დაიწყო უკონტაქტო POS-ტერმინალების ფართომასშტაბიანი განთავსება და გამოუშვა Visa-ს უკონტაქტო ბარათების დიზაინისა და სტიკერების სერია. მოგვიანებით, თიბისი ბანკმა ეს მიღწევები გაამყარა Visa-ს პირველი უკონტაქტო მობილური POS (mPOS) გადაწყვეტილების დანერგვით;
2015 წელი – ვითიბი ბანკმა აამოქმედა Host Card Emulation (HCE) ტექნოლოგია, რამაც შესაძლებელი გახადა გადახდა ნებისმიერ უკონტაქტო POS ტერმინალზე მობილური ტელეფონის დადების მეშვეობით;
2016 წელი – საქართველოს ბანკთან ერთად Visa-მ დანერგა Visa-ს ტოკენის სერვისები (Token Services), რევოლუციური ინოვაციების დასაჩქარებლად ელექტრონული ვაჭრობისა და მობილური გადახდების სფეროში;
2019 წელი – საქართველო გახდა პირველი ქვეყანა კავკასიის რეგიონში, სადაც დაინერგა Apple Pay.

Visa Inc.-ის შესახებ
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო – რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი – VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას – ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად