საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში ,,IMEX 2019“ მონაწილეობს.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. გამოფენაში 17 კერძო კომპანია, მათ შორის არის 10 საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანია მონაწილეობს: Sheraton Tbilisi, De Georgio, Caucasus Travel, Capital Georgia Travel, Capital Georgia Travel, Tegeta Travel, Kamerton Travel, Hualing Tbili/Voyage Tours, Georgica Travel, GT-Group, BTL, Travel Shop, Museum Hotel, Visit Georgia, Voyager, Grata DMC, Next Up.

გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. IMEX 2019“-ზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაციები მოაწყო.
ფრანკფურტის გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ იხილონ საიმიჯო ვიდეორგოლები, გაეცნონ ქვეყნის კურორტების და დააგემოვნონ ქართული ღვინო. ფრანკფურტის გამოფენაზე ,,IMEX 2019“ მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან 3500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 15 ათასია.

„საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენთან ერთად საქართველოს საპრომოციო საიმიჯო სტენდზე 20-მდე კერძო კომპანიაა წარმომადგენელი, მათ შეძლეს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება უცხოელ კოლეგებთან. ეს გამოფენა გვაძლებს საშუალებას დავგეგმოთ საერთაშორისო კონფერენციები, კონგრესები და ჩამოვიყვანოთ დიდი ტურისტული ჯგუფები.“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად