საქართველო მეოთხე კალათაში მოხვდა – ყატარი 2022-ის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა 7 დეკემბერს გაიმართება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა 7 დეკემბერს ციურიხში გაიმართება, თუმცა მანამდე გაირკვა თუ ვინ რომელ კალათაში იქნება განთესილი.

საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა. ამავე კალათაშია ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები, რომელმაც საქართველოს ისტორიულ მატჩში მოუგო და შედეგად ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ვერ მოხვდა. ხოლო ერთა ლიგის ჩვენივე ჯგუფის გამარჯვებული სომხეთის ნაკრები მეხუთე კალათაში  მოხვდა.

აღნიშნული ინფორმაცია FIFA-ს ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

ცნობისთვის, პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 2022 წელს ტურნირი ზაფხულის ნაცვლად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება FIFA-ში ყატარში არსებული კლიმატური პირობების გამო მიიღეს, რადგანაც იქ ზაფხულში ძალიან ცხელა.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...