საქართველო “კარგი მენეჯმენტის” მქონე 32 სახელმწიფოს შორის დასახელდა

2016 წლის "გლობალური განვითარების (ტრანსფორმაციის) ინდექსის" მიხედვით საქართველო სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის ხარისხის კუთხით დაწინაურდა.

2012 წელს საქართველოს საშუალო ხარისხის მენეჯმენტის სტატუსი ჰქონდა და მსოფლიოში 51-ე პოზიცია ეკავა, 2014 წელს 40-ე ადგილზე დაწინაურდა, 2016 წლის რეიტინგში კი 39-ე პოზიციაზეა და იმ 32 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც კარგი მენეჯმენტის ხარისხის სტატუსი აქვს.

BTI Transformation Index-ის მიხედვით, მენეჯმენტის ხარისხის შეფასება 4 კრიტერიუმს ეფუძნება:

1.შესაძლებლობების მართვა;

2.რესურსების გამოყენების ეფექტიანობა;

3.კონსენსუსის ფორმირება;

4.საერთაშორისო თანამშრომლობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად