საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა ჩატარდა

2021 წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა, სადაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ბიზნეს-საბჭოს დამფუძნებელ შეხვედრაში მონაწილებდნენ ბიზნეს-საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები და წევრები. საბჭოში გაწევრიანდნენ ირლანდიის წამყვანი კომპანიების და აკადემიური წრეები წარმომადგენლები. ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელმა სენატორმა დიარმუდ უილსონმა, რომელიც თავადაც აქტიურად არის ჩართული საქართველო-ირლანდიის ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, საბჭოს მიულოცა დაარსება და მხარდაჭერა აღუთქვა.

ახლადდაარსებულ ბიზნეს საბჭოს მიესალმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა და საქართველოში (რეზიდენციით სოფია, ბულგარეთი) ირლანდიის ელჩმა მარტინა ფინიმ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით სამომავლო ნაბიჯები  და განსახორციელებელი ღონისძიებები.

საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

ბიზნეს საბჭოს დაფუძნებას წინ უძღვოდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს რამდენიმეწლიანი მუშაობა ირლანდიის ბიზნეს და აკადემიურ წრეებთან. საბჭოს უხელმძღვანელებს ცნობილი ირლანდიელი იურისტი, ბიზნეს არბიტრი ჯეიმს ბრიჯმანი.

დღეს, კორონავირუსის პანდემიით გლობალურად დაზარალებული  ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების შემუშავება ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ, საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ჯეიმს ბრიჯმანი  გეგმავს საქართველოში გაცნობით ვიზიტს საბჭოს წევრებთან ერთად, ორმხირივი კონტაქტების გაღრმავებისა და კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით.

ცნობისათვის, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მიხედვით, ირლანდია პირველ სამეულში იყო და საერთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 10.5% შეადგინა. ამავე წელს, ირლანდიიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 71%-ით გაიზარდა, რაც  საქართველოსადმი მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...