“საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა ევრაზიის კონტინენტზე”

“ყველა თანხმდება ერთი საკითხის გარშემო – საქართველო მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა მაინც რჩება ყველაზე საინტერესო საინვესტიციო მიმართულებად რეგიონალურად”, – აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა იბიარდის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველად იმ რეფორმების გამო რჩება, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, ასევე მან ხაზი გაუსვა ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას და აღნიშა, რომ საქართველო ათწლეულების მანძილზე დარჩება მზარდ ეკონომიკად.

“საქართველო მომავალი ათწლეულის მანძილზე დარჩება ქვეყნად, რომელსაც ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ყველა ინვესტორი თანხმდება იმაზე, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა ევრაზიის კონტინენტზე”, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მეორე კვარტლის ბოლოს ბიუჯეტის კორექტირებას აუცილებლად მოახდენს.

“მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა გამოაცხადებს თავის მოლოდინებს. ბიუჯეტის კორექტირება რა თქმა უნდა მოხდება და ამ ნაბიჯის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ არსებობს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად