საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე 1 ივლისიდან შესვლა შეეძლებათ

საქართველო იმ 14 ქვეყანას შორის არის, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. ეს სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

აღნიშნულ ქვეყნებს შორის, საქართველოს გარდა ასევე მოხვდა მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.

სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანცირება, ასევე ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები.

ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები ეხება შენგენის ქვეყნებსაც ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად