საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა დასრულდა.

შემთხვევითობის პრინციპით გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საქართველო 2020 წლის 14 მაისს, მეორე ნახევარფინალის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები.

დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად