„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა

„საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – ამ სახელწოდებით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებული ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა. ინფორმაციას ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს,, პრესსამსახური ავრცელებს.

ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’“, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
„ახალგაზრდული კვირეული“ 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად