საქართველო ევროკავშირის საბჭოს მიერ 10-მდე შემცირებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა

დღეს ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების სია შეამცირა, რომლებიდან ევროკავშირში შესვლა უსაფრთხოდაა მიჩნეული

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებისთვის შედგენილი სარეკომენდაციო სიიდან მაროკო ამოიღეს და ახალ სიაში ათი ქვეყანა დატოვეს:

ავსტრალია;
ახალი ზელანდია;
კანადა;
იაპონია;
რუანდა;
სამხრეთ კორეა;
საქართველო;
ტაილანდი;
ტუნისი;
ურუგვაი.

ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, რომ ჩინეთს აგრეთვე მიჩნევს უსაფრთხო ქვეყნად და მზადაა გახსნას მასთან საზღვრები იმ პირობით, რომ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის ქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 30 ივნისს მიღო და თავდაპირველ სიაში 14 ქვეყანა პლიუს ჩინეთი შეიყვანა. ორი კვირის შემდეგ სიიდან სერბეთი და მონტენეგრო ამოიღეს, წინა კვირას კი ალჟირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად