საქართველო დუბაის საერთაშორისო გამოფენა ATM-2015-ში მიიღებს მონაწილეობას

4-7 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს შუა აზიის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაში- ATM-2015. გამოფენა  ქალაქ დუბაიში გაიმართება. 

საქმიანი ტურიზმისა და ტურისტული ტექნოლოგიებს გამოფენა 24 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს. წლევანდელი გამოფენის წამყვანი თემა საოჯახო ტურიზმია.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, აზიის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია უდიდეს მნიშვნელობას იძენს, რადგან ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებში ტურისტების რიცხვი სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან ყოველწლიურად მატულობს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...