საქართველო, დისტანციური საქმიანობის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესოთა შორის მე-2 ადგილზეა

გამოცემა 7TRAVEL დისტანციური საქმიანობის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს.

ჩამონათვალში საქართველო მე-2 ადგილს იკავებს.პირველ ადგილზე ესტონეთია, მეოrე ადგილზეა საქართველო, მე-3 სერბეთი, მეოთხე ინდონეზია, შემდეგ ტაილანდი, გერმანია, სინგაპური, არგენტინა, ვიეტნამი და სლოვენიაა.

ასე გამოიყურება პირველი ათეული. სრულ სიაში 50 ქვეყანაა.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისმა ციფრულ სფეროში საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგა. ეს არაჩვეულებრივი დედაქალაქი კავკასიის რეგიონში და მას შეუძლია უამრავი რამ შესთავაზოს ვიზიტორებს კულტურის, კულინარიული ტრადიციების და საერთოდ, უამრავი ტრადიციის სფეროში.

ამ ქალაქში ყველას შეუძლია იპოვოს ისეთი რამ, რაც გულს გაუხარებს და სიამოვნებას მიანიჭებს.

თოვლიანი მთებიდან უცბად შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ბათუმში, ზღვის სანაპიროზე.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი პატარა ქალაქად ითვლება, სავსეა კოლორიტული უბნებით” – წერს გამოცემა თბილისის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად