საქართველო-დაღესტნის საზღვართან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თუშეთში, სოფელ ომალოსთან, დაღესტნის საზღვარის მიმართულებით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ინფორმაცია "აიპრესს" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა დაუდასტურა.

"ცეცხლის მცირე კერა, რომელიც დღის მეორე ნახევრისთვის გაჩნდა, ლიკვიდირებულია. ადგილზე მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც იმყოფებოდნენ და კერის განეიტრალება მის გაფართოებამდე მოხერხდა"- აღნიშნა "აიპრესთან" საუბრისას ვაჟა ნასყიდაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა სტიქიის შემთხვევაში საჭიროების მიხედვით იმოქმედოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად