საფრანგეთში გუშინ დაიწყო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ქართველი ფალავნებიც იღებენ მონაწილეობას.
ქართველმა ფალავნებმა 2 დღეში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 5 მედალი, 4 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილიც დაიკავეს.
გიორგი მელია, დავით ჩხარტიშვილი, რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენე. ნუგზარ წუწრუმია კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ბერძნულ-რომაული ნსტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ზაზა სილაგაძე გახლავთ.