საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან მოქალაქეს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ცოტა ხანში საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ადასტურებს. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ქალს ამ ეტაპზე მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა იმის გამო, რომ ის ირანში იმყოფებოდა და ვირუსის საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის, პროტოკოლის მიხედვით ორ კვირიანი საკარანტინო პერიოდს თბილისში გაივლის. ცნობისათვის, მაღალი ტემპერატურის გამო, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დღეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად