“საქართველო ავღანეთის შუაგულიდან”-ფოტორეპორტაჟი ესპანელი მხატვრის გამოფენიდან

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა MOMA  ცნობილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყო ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც. 

საქართველოს მთავრობის მიწვევით, ესპანელმა მხატვარმა აუგუსტო ფერერ დალმაუმ ავღანეთში იმოგზაურა, საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იცხოვრა და მათ საქმიანობას გაეცნო. მხატვარმა ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვნა. ავტორის ინიციატივით, ნახატები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩუქრად გადაეცემა. 

აუგუსტო ფერერ დალმაუ მსოფლიოში ცნობილი ბატალისტია (საბრძოლო სცენების მხატვარი), სხვადასხვა ომების თემატიკაზე შექმნილი მისი ნამუშევრები საყოველთაოდაა ცნობილი და ევროპის სხვადასხვა მუზეუმებშია ექსპონირებული. 

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა.ღონისძიებას  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად