საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება 6 თვით. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტის ეწვია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი.

ეს გახლავთ გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით 11 ნოემბერს 10:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა და 11:00 გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად