საქართველო-3, ბელარუსი-4, აშშ-5, რუსეთი-6 – როგორ განაწილდა 96 ოლიმპიური ლიცენზია

სოფიაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე, ქვეყნების მიერ თავისუფალ ჭიდაობაში მოპოვებულ ლიცენზიათა რაოდენობა გაირკვა

სოფიის საკვალიფიკაციო ტურნირამდე ექვსივე წონაში ჰქონდათ მოპოვებული ლიცენზია და ტურნირში არ მონაწილეობდნენ ირანელი მოჭიდავეები.

სოფიაში, 5 ლიცენზიის მქონე რუსეთს მე-6 მძიმეწონოსანმა სერგეი კოზირევმა ნახევარფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტის ძლევით მოუტანა.
ვერ შეძლეს მე-6 ლიცენზიის მოპოვება აშშ-ის მოჭიდავეებმა. 65 კგ წონის მოჭიდავე ჯორდან მიხაელ ოლივერმა პოლონელ მაგომედმურად გაჯიევთან წააგო ნახევარფინალური შეხვედრა.

ფინალში ვერ გავიდნენ და ლიცენზიები ვერ აიღეს თურქმა და ყაზახმა მოჭიდავეებმა. ამ ქვეყნებს ტოკიოში 4-4 მოჭიდავე ეყოლებათ.

4 მოჭიდავე ეყოლებათ ტოკიოში იაპონელებს. აქედან ორი ლიცენზია მათ სოფიაში მოიპოვეს: 57 კგ წონაში ფინალში იუკი ტაკაჰაში გავიდა, ხოლო 86 კგ წონაში შოსუკე ტაკატანი.

4 მოჭიდავით იასპარეზებენ აგრეთვე ტოკიოში ინდოელები. დღეს მძიმეწონოსანმა სუმიტ სუმიტმა ნახევარფინალში ვენესუელელი მოჭიდავე დაამარცხა და ინდოელთა მიერ სოფიამდე მოპოვებულ სამ ლიცენზიას მე-4 შემატა.

74 კგ წონაში ნახევარფინალში სლოვაკ ტეიმურაზ სალკაზანოვს სძლია და ბელარუსს მე-4 ლიცენზია მოუტანა მაგომედჰაბიბ კადიმაგომედოვმა.

სოფიაში ლიცენზიები მოიპოვეს აგრეთვე ბეხბაიარ ერდენბატმა (57 კგ მონღოლეთი), გეორგიოს პილიდისმა (65 კგ საბერძნეთი), ვასილ მიხაილოვმა (74 კგ უკრაინა), ბორის მაკოევმა (86 კგ სლოვაკეთი), აბრაჰამ კონედო რუანომ (97 კგ იტალია) და ალბერტ სარიტოვმა (97 კგ რუმინეთი)

სულ 96 ლიცენზია ქვეყნებს ასე აქვთ განაწილებული:

6-6 – ირანი, რუსეთი

5 – აშშ, ყაზახეთი

4-4 – ალჟირი, ბელარუსი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, უზბეკეთი

3-3 – აზერბაიჯანი, კუბა, მონღოლეთი, საქართველო, ჩინეთი

2-2 – გვინეია-ბისაუ, ეგვიპტე, იტალია, კანადა, კოლუმბია, პოლონეთი, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა

თითო-თითო – არგენტინა, ბულგარეთი, გერმანია, კოსოვო, მაკედონია, ნიგერია, პერუ, პუერტო-რიკო, რუმინეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, სენეგალი, სერბეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ყირგიზეთი შვეიცარია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...