საქართველო 18-წლამდელ ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2022 წელს 18-წლამდელ ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღეს.
საბჭოს წევრებმა დადებითად შეფასეს თბილისში, 2017 წელს ჩატარებული ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები, ასევე საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ ბოლო წლებში გაწეული სამუშაო და მაღალ დონეზე ორგანიზებული კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის ღონისძიებების ხარისხი.
U18 -ის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების კონკრეტული ადგილი, თარიღები და მონაწილეები მოგვიანებით დაზუსტდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად