საქართველო 0-2 ავსტრია (პირველი ტაიმი)

"დინამო არენაზე" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და ავსტრიას შორის მიმდინარეობს.

პირველი ტაიმში საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2:0 მარცხდება.

მე-16 წუთზე საქართველოს კარში გოლი მარტინ ჰინტერეგერმა გაიტანა. 42-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების კარი მარკ ჯანკომ მარკო არნაუტოვიჩის გადაცემით აიღო და ავსტრიელები 2:0 დაწინაურდნენ.

პირველ ტაიმში შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა. 26-ე წუთზე ამისულაშვილს ჰქონდა რეალური მომენტი, თუმცა ბურთი კარს აცდა. 29-ე წუთზე საქართველოს კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქონდა. ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის კარში დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარეს ხელებში მიუვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად