საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის ღამის საქმეზე, გიორგი ბარამიძე მოწმის სტატუსით იკითხება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იმყოფება. ბარამიძე 20 ივნისის მოვლენების გამო, ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

“იქ იყო საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, სადღაც 15-20 კაციანი ახალგაზრდებისა, გაურკვეველი აბსოლუტურად, ნიღბიანებისა, რომლებიც როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა პოლიტიკურ ლიდერებთან და შემდეგ საზოგადოებასთან, წავიდეთ თუ არა მოსალაპარაკებლად, ისინი ყველაზე აგრესიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას და შემდეგ ერთ-ერთი მოწინავეები იყვნენ, ვინც პოლიციასთან ჯაჯგური დაიწყო.

ბუნებრივია, ამ პროკურატურის და შსს-ს მიმართ, რომელიც იქცა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურად, ისევე, როგორიც ივანიშვილის ჯიბის შინაგან საქმეთა სამინისტროდ და ასევე ეს სასამართლოც ჯიბის არის, მაგრამ აქ უპირატესობა ის არის, რომ ცოტა მეტი საჯაროობაა და საზოგადოებას უფრო მეტი საშუალება აქვს, ნახოს, რა კითხვებს გვისვამენ და ასევე ისიც, რა კითხვებს ვპასუხობთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ “რუსთავი 2”-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად