არა სიძულვილს!- მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდამჭერი აქცია სასამართლოში (ფოტორეპორტაჟი)

საქალაქო სასამართლოს ეზოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ათეულობით ადამიანია შეკრებილი, რომელთაც ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერით: “არა ქსენოფობიას!”, “არა სიძულვილს!”, “საქართველოში სიძულვილის ადგილი არ არის”, “არა რასიზმს!”.

აღსანიშნავია, რომ 6 თვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. მოკლული საფაროვის „ჩართულობის და განვითარების ცენტრის თანამშრომელი იყო.

ოფიციალური ბრალდებით, “მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, 2018 წლის 31 ოქტომბერს მომხდარ ვიტალი საფარავოვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, სასჯელის სახით, 13 დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...