საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად გავა.

ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

ამის გამო, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...