საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ბიურო განსაზღვრავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:30 საათზე იყო ჩანიშნული.

შეგახსენებთ: ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად