საპროტესტო აქციებმა კვლავ მოიცვა საფრანგეთი: პარიზში დაწვეს მანქანები და გაანადგურეს მაღაზიები (ვიდეო)

შაბათს საფრანგეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რასაც თან ახლდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება და მაღაზიების განადგურება. იტყობინება France 24.

ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზის, მარსელის, მონპელიესა და ნანტის ქუჩებში, რათა გამოხატონ უკმაყოფილება უსაფრთხოების ახალ კანონის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციის ოფიცრების დაცვის გაძლიერების მიზნით არის შეთავაზებული.

პარიზში საპროტესტო აქციას თან ახლდა დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. დემონსტრანტებმა ჩალეწეს სუპერმარკეტის, უძრავი ქონების სააგენტოს და ბანკის მინები, ხოლო ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე მანქანას, იტყობინებიან AFP-ის ჟურნალისტები. მომიტინგეებს შორის გამოჩნდნენ “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ: “ყველას სძულს პოლიცია”.

სხვა ქალაქებში პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. სამართალდამცავებმა უპასუხეს ცრემლსადენი გაზით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ტვიტერში განაცხადა, რომ პოლიციამ პარიზში 22 ადამიანი დააკავა.

დაძაბულობა საფრანგეთის საზოგადოებაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გასულ თვეში შავკანიანი პროდიუსერი მიშელ ზეკლერზე ცემა.

30 ნოემბერს საფრანგეთის ოთხ პოლიციელს ბრალი წაუყენეს. ამასთან, გასულ შაბათ-კვირას პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, პრეზიდენტის პარტიამ უსაფრთხოების კანონპროექტის ნაწილის გადაწერა შესთავაზა. კერძოდ, 24-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს პოლიციის ოფიცრების მიმართ ძალადობის ან ანგარიშსწორების ნებისმიერი ფაქტის გამო.

კანონში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციელების ქმედების გადაღების აკრძალვას, რადგან ხშირად აქციის მონაწილეები ამ მასალას აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში და შურისძიებისკენ მოუწოდებენ, რაც, ხელისუფლების აზრით, საფრთხეს უქმნის პოლიციელებს და მათ პირად ცხოვრებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად