საპროტესტო აქციების ფარგლებში, ნიუ იორკში მინიმუმ 70 მომიტინგე დააკავეს

მინიმუმ 70 ადამიანი დააკავეს შაბათს, ნიუ იორკში, მინესოტას შტატში, მინეაპოლისში გამართული საპროტესტო აქციების დროს, რაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იუწყება.

რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა დემონსტრანტებთან შეტაკებისას. ხელისუფლებას არ აქვს ზუსტი მონაცემები მომიტინგეების რაოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ ტელეკომპანიის მონაცემებით, ნიუ იორკის ხუთივე უბანში ათასობით ადამიანი მონაწილეობს დემონსტრაციებში.

ქალაქის პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში ოფიციალური შეფასებით, და აპირებს თუ არა ხელისუფლება ნიუ იორკში კომენდანტის დაწესებას, როგორც ეს უკვე გაკეთდა ამერიკის ათეულობით ქალაქში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად