A1 ბანერი

საპროტესტო აქციების გამო, პარიზში საერთაშორისო რეისების რაოდენობა 5-10% -ით შემცირდა

“ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების გამო, პარიზში საერთაშორისო რეისები 2018 წლის დეკემბერში 5-დან 10 პროცენტამდე შემცირდა. ამის შესახებ საფრანგეთში საზღვარგარეთ ტურიზმის პოპულარიზაციის სააგენტოს დირექტორმა კრისტიან მანთეიმ განაცხადა.

“მაგრამ თუ საპროტესტო აქციები შეწყდება, ჩვენ სწრაფად შეგვიძლია დავუბრუნდეთ ზრდას”, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო France Press მანთეის სიტყვებს.

მისი პროგნოზით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საფრანგეთში დაჯავშნული ბილეთების რაოდენობა შემცირდება.

შეგახსენებთ, ე.წ. ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები თავდაპირველად ბენზინზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, 17 ნოემბერს დაიწყო. აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის გამოც ასობით ადამიანი დაშავდა.

10 დეკემბრის ჩათვლით სამართალდამცავებმა 4000-ზე მეტი მომიტინგე დააპატიმრეს, 15 დეკემბერს კი 120-ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...