საპროტესტო აქციების გამო, ჰონგ-კონგში ავიარეისები გაუქმდა

ჰონგ-კონგში ადგილობრივი დროით, 18:00 საათიდან თითქმის ყველა ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკით დასტურდება.

ავიაკომპანია Cathay Pacific-ის ფლაგმანის ცნობით, ავიარეისები 13 აგვისტოს, დილამდე, აეროპორტში უამრავი ადამიანის შეკრების გამო გაუქმდა.

ადგილობრივი გამოცემა South China Morning Post- ის ცნობით, საუბარია შენობაში შეკრებილ ათასობით დემონსტრანტზე.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აეროპორტის ადმინისტრაციამ ავიარეისების შეჩერება იმის გამო გადაწყვიტა, რომ დემონსტრანტები მგავრების რეგისტრაციასა და შემოწმებას ხელს უშლიდნენ.
აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ასევე საცობი შეიქმნა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრ მგზავრს მანქანიდან გადმოსვლა და ფეხით წასვლა მოუწია.
5 აგვისტოდან დღემდე საპროტესტო აქციების გამო, ჰონგ-კონგის აეროპორტში 200-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები ივნისის დასაწყისში დაიწყო. მათი მონაწილეები ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებიან.
12 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა, აქციები რეგულარულად ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...