საპროტესტო აქციების გამო, ჰონგ-კონგში 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა

ჰონგ-კონგის აეროპორტში, მფრინავები აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, რომლებიც ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამ მიზეზის გამო, 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო RTHK ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, გაფიცვის გამო, ამჟამად ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი ასაფრენი ბილიკია გამოყენებული. ასევე პრობლემები შეიქმნა აეროექსპრესის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აეროპორტის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ მგზავრები გამგზავრების წინ ფრენის შესახებ უახლეს ინფორმაციას გაეცნონ.
რადიოს ცნობით, გაფიცვამ ასევე იმოქმედა ჰონგ-კონგის მეტროს ფუნქციონირებაზე. ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია: გვირაბების და სატრანსპორტო ხაზების ნაწილი დაკეტილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...