საპროტესტო აქციების გამო, აშშ-ს 40-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფონზე, შეერთებულ შტატებში, ქალაქების და შტატების ლიდერები ახანგრძლივებენ აკრძალვებს, რომლებიც მოქალაქეების ღამის მოძრაობას ზღუდავს. CNN-ის თანახმად, კომენდანტის საათი დაწესდება თითქმის 40 ქალაქში.

არიზონას გუბერნატორი, რესპუბლიკელი დაგ დუისი, პირველი იყო, ვინც გადაწყვიტა, რომ შტატის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი დაეწესებინა. “ადგილობრივი ლიდერების თხოვნით და ქალაქებისა და სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობით, გამოვცემ ბრძანებას საგანგებო რეჟიმის შემოღების შესახებ. შეზღუდვა ძალაში შევა დღეს 20:00 საათზე და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.”

დუისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგანგებო რეჟიმის შემოღება საშუალებას მისცემს ხელისუფლებას “შეუშალოს ხელი უკანონობას, რაც დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში”. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა დემოკრატიულ ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინონ არეულობებზე. “დემოკრატების მერებო და გუბერნატორებო, იყავით უფრო მტკიცედ,” თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

არიზონას გარდა, კომენდანტის საათი დაწესდა ლოს-ანჯელესის ოლქში და სან-ფრანცისკოს ქალაქებში, ბევერლი ჰილზში, სანტა მონიკაში, დასავლეთ ჰოლივუდში და სან ხოსზეში (კალიფორნია), დენვერში (კოლორადო), ფორნარდის საგრაფოში და მაიამის ქალაქებში, ჯექსონვილში და ორლანდოში (ფლორიდა), ატლანტაში (ჯორჯია), ჩიკაგოში (ილინოისი), ინდიანაპოლისში (ინდიანა), ლუისვილში (კენტუკი), დეტროიტში (მიჩიგანი), კანზას სიტიში (მისური). როჩესტერში (ნიუ იორკი), ცინცინატში, კოლუმბუსში, დეიტონში, ტოლედშო და კლივლენდში (ოჰაიო), პორტლენდში და ევგენში (ორეგონი), ფილადელფიშა და პიტსბურგში (პენსილვანია), ჩარლსტონში, კოლუმბიაში და მირტ პლაჟში (სამხრეთ კაროლინა), ნეშივილში (ტენესი), რიჩმონდში (ვირჯინია), სიეტლში (ვაშინგტონი), ასევე კოლუმბიიხ დედაქალაქში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად