საპროტესტო აქციები ბარსელონაში (ფოტორეპორტაჟი)

ბარსელონის ელ პრატის აეროპორტმა საპროტესტო აქციების გამო, 45 ავიარეისი გააუქმა. ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ანტისამთავრობო აქციები მეორე დღეა გრძელდება.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორშაბათს 131 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, დაზარალებულთა უმეტესობა აეროპორტში იმყოფებოდა.აქციის მონაწილეებმა აეროპორტის შესასვლელი დაბლოკეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. შექმნილი ვითარების გამო, აეროპორტის ხელმძღვანელობამ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

14 ოქტომბერს, დილით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს განაჩენი გამოუტანა.

2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი  ჩატარდა.  რეფერენდუმის შედეგები ესპანეთის ხელისუფლებამ უკანონოდ აღიარა. კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს ბრალად სეპარატიზმი, აჯანყების წახალისება და ფინანსური თაღლითობა ედება. გამოძიება ასევე მისი რამდენიმე მხარდამჭერის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად