საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო (Live)

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

გასაუბრების პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

 

გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 2020 წლის 17 იანვარს დასრულდა.

 

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება

Posted by საპროკურორო საბჭო / Prosecutorial Council on კვირა, 26 იანვარი, 2020

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს – გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის 17 კანდიდატი იბრძოლებს (სია) 

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კი  ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე წარადგინა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად