საპნის ოპერის დასასრული – მესი ბარსელონაში რჩება

ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი ლიონელ მესი ნოუ კამპზე კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა goal.com-თან ინტერვიუში.

“მე ვუთხარი კლუბს, მათ შორის პრეზიდენტს, რომ წასვლა მინდა. მე მას ამის შესახებ მთელი წელი ვეუბნებოდი. მე ვთვლიდი, რომ გვერდზე გადგომის დრო მოვიდა”
 
“მე მიმაჩნდა რომ კლუბს მეტი ახალგაზრდა, ახალი მოთამაშე, სჭირდებოდა და ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო “ბარსელონაში” დასრულდა. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ მსურდა კარიერის დასრულება
 
“ეს ნათქვამი მქონდა პრეზიდენტისთვის და ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო გადაწყვეტილების მიღება დარჩენის ან წასვლის შესაახებ. და მან არ შეასრულა თავისი სიტყვა”
 
მესის მიერ კლუბისთვის ბუროფაქსის (ჩვეულებრივად გაგზავნილი ფაქსის შემთხვევაში შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ადრესატმა იგი მიიღო, საჯარო სახით მოთხოვნების გავრცელება ანუ ბუროფაქსი კი იურიდიული დავის დაწყების შემთხვევაში მტკიცებულების ფორმას იძენს, ადასტურებს გამგზავნის მიერ ზრახვის გაცხადების საყოველთაოდ გაცხადების დროს – “აიპრესი”) გაგზავნა კლუბთან კავშირის მქონე ცნობილი პიროვნებების მიერ არ იქნა შესაფასებული მესის მხრიდან ღირსეულ ნაბიჯად.
 
“ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ბუროფაქსით არ მიდის!”, – განაცხადა მესის საქციელის კომენტირებისას “ბარსას” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი მესტრემ.
 
საპასუხოდ მესი აცხადებდა, რომ მან ბუროფაქსით კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით თავის პოზიციას მისცა ოფიციალური სახე და არ სურდა ცხარე კამათის გამოწვევა.
 
“მე მას მთელის მე მთელი წლის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ წასვლა მინდოდა, ის მე ყოველთვის მეუბნებოდა: დავილაპარაკოთ, მაგრამ ახლა არა და ასე შემდეგ” და არაფერი”, ბუროფაქსის გაგზავნა ოფიციალურ განცხადებას წასვლის შესახებ”, მე არ ვაპირებდი მის გამოყენებას (სასამართლოში – “აიპრესი”), წასვლა მინდოდა.”
 
“რამდენად ძალიანაც არ უნდა მნდომოდა წასვლა, მე არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი სასამართლოში იმ კლუბის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა”, – განაცხადა მესიმ ინტერვიუში.
 
“საპნის ოპერა დასრულდა. ბუროფაქსით კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ ათდღიანი მუქარის შემდეგ მან უკან დაიხია და გადაწყვიტა დარჩეს ბარსას სტუქტურაში 30 ივნისამდე”, – წერს ესპანური პორტალი abc.es
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად