საფრანგეთი ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობა (ვიდეო)

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბელმონდოს სამსახიობო კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“.

1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, ის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

ბელმონდოს კარიერა 50 წელიწადს ითვლის. მას 80-ზე მეტ ფილმში აქვს შესრულებული როლები, მათ შორის საფრანგეთის წამყვან რეჟისორებთან – ჟან-ლიუკ გოდარის, ფრანსუა ტრიუფოს და კლოდ ლელუშის ჩათვლით

კომენტარები
იტვირთება...