“საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია”

საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის თავდაცვისუნარიანობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათნ ხიდაშელმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში, დეპუტატებთან გამართული შეხვედრუს შემდეგ განაცხადა.

„ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი. ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ. ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში“,-  განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საჰაერო  სისტემის თავდაცვისუნარიანობის  საკითხზე საფრანგეთთან  გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს უჩენს. 

საკანონმდებლო ორგანოში თინათინ ხიდაშელთან  ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილეები – დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე იმყოფებოდნენ.

საჰაერო სისტემის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე საფრანგეთთან პირველი ხელშეკრულება 15 ივნისს, მეორე კი 10 ივლისს გაფორმდა.

კომენტარები
იტვირთება...