საფრანგეთში უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა, დაღუპულია 4 ადამიანი

პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფში,უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა, რის შედეგადაც მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა,-ინფორმაციას ფრანგული ტელევიზია BFMTV ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი პარკში გამვლელებს თავს დაესხა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა.

როგორც BFMTV განმარტავს, პოლიციამ თავდამსხმელის მიმართულებით მინიმუმ სამჯერ გაისროლა.

მოგვიანებით, ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მსხვერპლი 50 წლისაა, კიდევ ორი ადამიანი ​​მძიმე მდგომარეობაშია.

თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.

გამოცემა Le Figaro წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსმელმა პარკში სროლის შემდეგ გაქცევა სცადა. პოლიციამ ის უახლოესი სუპერმარკეტთან მდებარე ავტოსადგომთან იპოვა, სადაც რამდენიმე გასროლით მოკლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად