საფრანგეთში უკვე 1 მილიონი მაცხოვრებლის ვაქცინაცია განხორციელდა

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ჩაუტარდა მილიონ ფრანგ მოსახლეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

“1 მილიონი ფრანგი ადამიანია აცრილი”, – დაწერა მან მოკლე ტვიტი.

საფრანგეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანია 27 დეკემბერს დაიწყო. პირველად აიცრნენ მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და ექიმები, რომლებიც ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. დღეისათვის კამპანიამ მიაღწია 75 წელზე უფროს ყველა მაცხოვრებელს, ისევე როგორც სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანებს. იანვრის თვეში, ხელისუფლების გათვლებით, ქვეყნის დაახლოებით 1 მილიონი მაცხოვრებელი უნდა იყოს აცრილი, თებერვლის ბოლოს კი – სულ 2,5 მილიონი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად